საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ,,ზაგულბას" სასახლეში გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში ,,ზაგულბა“ გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას და აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა აზერბაიჯანის საპატიო ყარაულს. შესრულდა საქრთველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები.
დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა სახელმწიფო დელეგაციების წარდგენისა და მისალმების ოფიციალური ცერემონია.