საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება N 25/06/01

N 25/06/01      2020 წლის      25 ივნისი      ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ
 
  1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის 111 პუნქტის შესაბამისად, გამოცხადდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურსი.
  2.  
  3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრების ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე.
  4.  
  5. მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინონ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არა უმეტეს ერთი კანდიდატურისა.
  6.  
  7. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.
  8.  
  9. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი უნდა იყოს სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი და სარგებლობდეს მაღალი რეპუტაციით. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის წარდგენა საბჭოს წევრობის კანდიდატად არ შეიძლება.
  10.  
  11. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად პირის რეგისტრაციისათვის წარდგენილი უნდა იქნეს:
  12.  
ა) წარდგინება, რომელსაც თან ახლავს წევრობის კანდიდატის წინასწარი თანხმობა;
ბ) კანდიდატის ერთი ფოტოსურათი;
გ) ავტობიოგრაფია ან/და CV;
დ) უმაღლესი იურიდიული განათლების (მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სპეციალობით არანაკლებ 5 წლის მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია - დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში;
თ) სარეკომენდაციო ხასიათის წერილები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
  1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატის წარდგენა შეიძლება ათი დღის ვადაში.
  2. საბუთები მიიღება მისამართზე: ქ. თბილისი, ათონელის ქ. N25, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
  3. კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა.
 
 
სალომე ზურაბიშვილი