შშმ პირთა ისტორიების კონკურსის პირობები

კონკურსის მიზანი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ისტორიების კონკურსი მიზნად ისახავს შშმ პირთა შესახებ სოციალური სტატიების/სიუჟეტების პოპულარიზაციას და შშმ პირთა შესაძლებლობების წარმოჩენის ხელშეწყობას.
 
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
 
1. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს: შშმ პირებს, მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ბლოგერებს.
 
2. თითოეულ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს არაუმეტეს ერთი ისტორია, ან სიუჟეტი საქართველოში მცხოვრებ, ან ემიგრაციაში მყოფ შშმ პირთა შესახებ.
 
3. კონკურსის მონაწილემ ისტორიასთან ერთად უნდა გამოაგზავნოს: პირადობის ასლი დასკანერებული სახით ან მოგვწეროს პირადი ნომერი და დაბადების თარიღი.
 
4. ასევე, უნდა მიუთითოს: სახელი, გვარი, ტელეფონი და ორგანიზაცია რომლის სახელითაც იღებს მონაწილეობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
 
5. კონკურსის მონაწილის ასაკობრივი ზღვარი არ არის განსაზღვრული.
 
6. საკონკურსო კომისია: შშმ პირთა ისტორიების კონკურსის კომისია დაკომპლექტებული იქნება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან, რომელთა შემადგენლობა ყოველ წელს შეიცვლება და არ იქნება საჯარო კონკურსის დასრულებამდე.
 
კონკურსის ფარგლებში დაგეგმილია სამი საუკეთესო ისტორიის გმირის და სამი ავტორის დაჯილდოება, ასევე, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული ისტორიები დაიბეჭდება და გამოიცემა კრებულად, რომელიც გადაეცემა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს.
 
კონკურსის ვადები: განცხადებების მიღება დაიწყება 14 ივნისს და დასრულდება 1 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება 3 დეკემბერს. 
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
 
საკონკურსო მასალები უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: info@president.gov.ge  
 
კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: + 995 32 2288888
 
გთხოვთ, მეილის შესაბამის ველში აუცილებლად მიუთითოთ კონკურსის სახელი.