სიმონ პეტრიდისს მოქალაქეების დასაქმებაში ხელშეწყობისთვის წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტული მიენიჭა

შშმ პირთა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტს სიმონ პეტრიდისს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტმა მოქალაქეების დასაქმებაში ხელშეწყობისთვის წლის საუკეთესო პარტნიორის ტიტული მიანიჭა.

დაჯილდოების ცერემონია სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა და სიმონ პეტრიდისს ჯილდო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ქალბატონმა ეკატერინე ტიკარაძემ გადასცა.

"წლის ბოლოს მსგავსი სიურპრიზი დამატებითი სტიმულია და ვიმედოვნებ, რომ გავამართლებთ შშმ პირების მოლოდინებს. ვეცდები, უფრო აქტიურად შევუწყო ხელი დამსაქმებლებს და სააგენტოს ამ მნიშვნელოვან საქმეში“, -  განაცხადა სიმონ პეტრიდისმა.

სიმონ პეტრიდისთან ერთად მინისტრმა 5 საუკეთესო პარტნიორი და 5 საუკეთესო დამსაქმებელი დაასახელა.