თბილისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვია

ორბელიანების სასახლეში, გუშინ ხელმოწერილი შარლ მიშელის შეთანხმების შემდეგ, თბილისს, საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ესტუმრა.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შეხვედრის შემდეგ პრესისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართება.

შარლ მიშელი საქართველოს ხვალ დატოვებს.