მიმართვები

26.05.2019

საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების სამხედრო ფიცი ჩაიბარა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

16.05.2019

ლატვიის პრეზიდენტის სახელით საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად რიგაში ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

15.05.2019

​საქართველოს და ლატვიის პრეზიდენტებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრებისა შემდეგ ქართველი და უხცოელი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

09.04.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გამართა.

31.03.2019

- დღევანდელი დღე  ჩვენი ისტორიისთვის ღირსშესანიშნავია: დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას  80 წლის იუბილეა. განსაკუთრებულად მინდა, როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, ეს დღე მივულოცო მის ოჯახს  და მთელ საზოგადოებას. ამ დღეს - 1991 წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი და ეს დღე, როგორც უმნიშვნელოვანესი თარიღი, შევიდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რეფერენდუმის იდეაც, ინიციატივაც და ორგანიზებაც სწორედ ზვიად გამსახურდიას ეკუთვნის. მისმა ისტორიულმა, გაბედულმა ნაბიჯმა გზა გაუხსნა საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობას.

28.03.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ნატო-საქართველოს სწავლება 2019” - ის მიმდინარეობის გასაცნობად “ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს” (JTEC) ეწვია

20.03.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გარდაბანში, ქვემო ქართლის ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა და საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

14.03.2019

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატივსაცემად, სომხეთის პრეზიდენტის არმენ სარგსიანის სახელით, ერევანში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

13.03.2019

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა პირისპირ და დელეგაციების თანხლებით გამართული შეხვედრების შემდეგ, ქართული და უცხოური მედიისათვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

07.03.2019

ვილნიუსში, დალია გრიბაუსკაიტეს სახელით, საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად, ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.