ადმინისტრაციის სიახლეები

16.07.2019

,,საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სახელით, კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ - 2021 წლის ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მასპინძელი საქართველო გახდა. გადაწყვეტილება გუშინ, მიუნხენში, ევროპული კალათბურთის მმართველმა ორგანომ მიიღო. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის საქართველოს გამარჯვება და რეალურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული სპორტული ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდა. “სპორტის მეშვეობით ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდებით ევროპას“

02.07.2019

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს ჟურნალისტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო. 

25.06.2019

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააცნო. ,,საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შიდა დეესკალაცია, ამ მხრივ საქართველოს მთავრობამ ამ მიმართულებით უკვე გადადგა ნაბიჯები და პოლიტიკურ ძალებს საკონსტიტუციო ცვლილება შესთავაზა.

18.06.2019

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა მედიისათვის ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების, მინსკში დაგეგმილი ვიზიტისა და გრემისხევში სტუმრობასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

11.06.2019

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის ჟენევაში სამუშაო ვიზიტზე მიაწოდა ჟურნალისტებს ინფორმაცია.

04.06.2019

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა და საქართველოს პრეზიდენტის სახელით, რამაზან ბაირამის დღესასწაული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მუსლიმებს მიულოცა.

28.05.2019

​საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ქეთევან მახარაშვილი ძალადობის მსხვერპლთა პირველი სოციალური საწარმოს "ანასტასია" გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელიც პრეზიდენტის ფონდის დახმარებით, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ბაზაზე შეიქმნა. სოციალური საწარმოს მიზანი ძალადობის მსხვერპლი ქალების პროფესიული განათლება, ეკონომიკური გაძლიერება და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაა.

28.05.2019

​საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს მედიისათვის ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო იმ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის საკითხს, კიბერუსაფრთხოებასა და სასკოლო ექსკურსიებზე უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტის საჭიროებას ეხება.

21.05.2019

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს მედიისათვის ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.