პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ადმინისტრაციის სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს, ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შესახებ ისაუბრა და რამდენიმე უმნიშვნელოვანეს გზავნილზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები ქეთი მახარაშვილი და ნათია სულავა საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილეს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და კრიზისებზე რეაგირების საკითხებში პედრო სერანოს შეხვდნენ.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლში იმყოფება.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს ქართული პარლამენტარიზმის ასი წლის იუბილეს ულოცავს და აცხადებს, რომ აღნიშნული თარიღი მართლაც გამორჩეული თარიღია, დიდი ისტორიითა და მნიშვნელოვანი ფაქტორებით.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა პრესკონფერენცია გამართა.
საქართველოს პრეზიდენტის აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის მიზნებსა და მნიშვნელობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია საუბრობს
საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და მიმდინარე კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებზე, პარლამენტში დაგეგმილ მოხსენებაზე და პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით მედიას ინფორმაცია მიაწოდა.
ქვეყანაში სახელმწიფო დროშები საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების საფუძველზე დაეშვა, რომლის მიხედვითაც 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა.
პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ქეთი მახარაშვილმა, რომელიც უმცირესობების საკითხებს კურირებს, გურიის მუსლიმი თემით დასახლებული ორი სოფლიდან - ნასაკირალიდან და ზოტიდან ჩამოსულ უფროსკლასელებს უმასპინძლა.