საქართველოს პრეზიდენტი დღეს გაეროს გენერალური ასამბლეის ბიომრავალფეროვნების სამიტზე სიტყვით გამოვიდა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრებს მიმართა.
სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს 75-ე სესიის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის შეხვედრაში, რომელიც COVID-19-სა და მის შემდგომ პერიოდში ,,2030 მდგრადი განვითარების დღის წესრიგის“ დაფინანსების საკითხს ეხებოდა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ნატალია ვუტოვას შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების კორპუსის (გვრადია) I ბრიგადის საარტილერიო დივიზიონის ასეულის მეთაური და დივიზიონის წევრები.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში, ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო და დამსახურებული ჟურნალისტი დალი ჩიკვილაძე და ფილოლოგი ლია ბიბილეიშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა
დღესვე პრეზიდენტის მრჩევლებმა საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს
პრეზიდენტი დღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს შეხვდა
„საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან დღეს გამართული შეხვედრისას.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ლიდერებთნ ერთად, 30 სექტემბერს, გაეროს სამიტზე სიტყვით გამოვა, რომელზეც ბიომრავალფეროვნების დაცვის ახალ მიდგომებზე იმსჯელებენ.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად, გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.