სიახლეები

31.10.2020

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღე და ყველა იმისთვის ვაძლევთ ხმას, რომ ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელზეც ვოცნებობთ.

30.10.2020

ორბელიანების სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოკლევადიან სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის საგანგებო თანაკოორდინატორი და ლიდერი  ელონა ჯებრეა ხოჯა, დელეგაციის ხელმძღვანელი და სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობის საგანგებო წარმომადგენელი პია კაუმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა

27.10.2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას აფხაზური ენის დღე მიულოცა და აღნიშნა,რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსტიტუციის ქართულ-აფხაზური ვერსია გამოსცა.

 

21.10.2020

მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს - იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას.

09.10.2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 33-ე ყოველწლიურ ღონისძიებაში ,,ქართველოლოგიის დღე“ მიიღო მონაწილობა, რომელიც ვესტმინსტერის უნივერსიტეტის, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოსა და ბრიტანულ-ქართული საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა. პრეზიდენტმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

07.10.2020

საქართველოს პრეზიდენტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრაციის მუზეუმისათვის ცნობილი ქართველი ემიგრანტის, დათა ვაჩნაძის არქივის გადაცემას დაესწრო.

05.10.2020

,,თქვენს ლოცვას დიდი ძალა აქვს, დღეს როცა ჩვენი ორი მოძმე ქვეყანა ომობს და კავკასიის წმინდა მიწაზე კვლავ იღვრება ძმების სისხლი თქვენი ლოცვა მშვიდობისთვის მწამს აგვაცილებს განსაცდელს და მოგვიტანს მშვიდობას“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დღეს საპატრიარქოში უწმინდესისა და უნეტარესისათვის საპატიო დოქტორის (honoris causa) ხარისხის მინიჭების ცერემონიაზე.

03.10.2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ქართული საზოგადოების სახელით, ღრმა მწუხარება გამოთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც ორ მეზობელ და მეგობარ ქვყანას შორის კონფლიქტს მოჰყვა

02.10.2020

საქართველოს პრეზიდენტი დღეს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ან ლინდეს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება