სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტისას, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა და განსაკუთრებული აქცენტი უვიზო რეჟიმის თემატიკაზე გააკეთა.
სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება, ევროპარლამენტარებს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე, იმაზე თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს წელი საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობისთვის, რადგან აღინიშნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავი.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს დღეს ეწვია, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სტუდენტები საქართველოს საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ხედვით დაინტერესდნენ და სალომე ზურაბიშვილს იმ პრობლემების შესახებ ესაუბრნენ, რომლებიც მათ ბელგიაში სწავლისა და ცხოვრებისას ექმნებათ.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც პირველ სამუშაო ვიზიტს გამართავს.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტის მოლოდინებს, ბრიუსელში შეხვედრებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ლაშა ჟვანია აფასებს.
საქართველოს პრეზიდენტი, 21 იანვარს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც სალომე ზურაბიშვილი, პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს.
ევროკავშირში დაგეგმილ ვიზიტამდე პრეზიდენტმა და მინისტრმა შეხვედრაზე სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან ვახტანგ გომელაურთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.