სიახლეები

28.01.2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

27.01.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში საქართველოში ისრაელის საქმეთა  რწმუნებულს, სმადარ  ზემახ-რაზაბის, რაბი ბენ ციონ ისრაელაშვილს, რაბი აჰარონ მდინარაძესა და ისრაელში საქართველოს ელჩს, ლაშა ჟვანიას შეხვდა. 

26.01.2021

დავით წერედიანს სიკვდილის შემდეგ ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია მიენიჭა.

26.01.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვედა.  

23.01.2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების განვითარებისა და უფრო ღრმა და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილა.

22.01.2021

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. 

22.01.2021

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ „კოვიდ-19“-თან ბრძოლის პროცესსა და ვაქცინაზე ადრეული წვდომის საკითხში. 

21.01.2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, დავიდ სასოლისთან შეხვედრისას ერთ-ერთ მთავარ საკითხად ქართველი და ევროკავშირის ქვეყნების სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის გათანაბრების საკითხი დააყენა, რათა ქართველ სტუდენტებს ევროკავშირში სწავლისას ჰქონდეთ ისეთი ტარიფებით სარგებლობის უფლება, რომლითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტუდენტები სარგებლობენ.

21.01.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველო სამართლებრივად გამართლებულია, სახელმწიფო აღიარებულია, როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნის.