სიახლეები

14.12.2020

საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ განკარგულება  დღეს გამოსცა.  

 

08.12.2020

დღეს, 8 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის შესახებ.

05.12.2020

ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ქართველ მშვიდობისმყოფელთა ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა. 

25.11.2020

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ონლაინრეჟიმში გაეროს ქალთა ორგანიზაციის - UN Women ორგანიზებით გაიმართა.

21.11.2020

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში არჩევანი გააკეთა და განაცხადა, რომ ხმა მისცა მეათე მოწვევის პარლამენტის დაკომპლექტებას და დიდი იმედი აქვს, რომ ეს იქნება ძალიან ეფექტური, საქმიანი და მრავალპარტიული პარლამენტი.

 

18.11.2020

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.

05.11.2020

საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა.

03.11.2020

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას შეხვდა. შეხვედრისას პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა

01.11.2020

საქართველომ შეძლო და ჩაატარა მშვიდობიანისამართლიანიუსაფრთხოდემოკრატიული არჩევნებიშეიძლება ითქვასრომ ევროპული არჩევნებიმიუხედავად ურთულესი და უპრეცედენტო გამოწვევებისაგუშინდელმა საპარლამენტო არჩევნებმა მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენარომ ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობის და განვითარების გზაზე შეუფერხებელ სვლას აგრძელებს.