სიახლეები

09.04.2021

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ჯონი ხეცურიანს პირველი პრეზიდენტის ხელნაწერების გადაცემისათვის, ასევე, მანანა ძიძიგურს, რომელმაც მისი მეუღლის ანდერძი შეასრულა და საქართველოს სახელმწიფო გერბის ორიგინალი პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა.

09.04.2021

საქართველოს პრეზიდენტმა სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დათა ვანიშვილი (სიკვდილის შემდეგ) მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა.

09.04.2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

08.04.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ, 9 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.

07.04.2021

მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მიერ თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები, რომელიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს უხეშად არღვევს და უგულებელყოფს. 

 

06.04.2021

რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტი თვითიზოლაციაში გადადის, მიუხედავად იმისა, რომ ის „კოვიდ 19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით უკვე აცრილია.

03.04.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სამების საკათედრო ტაძარში ანზორ ერქომაიშვილის სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო და მის ოჯახსა და ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა.

29.03.2021

ორბელიანების სასახლეში, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრეზიდენტმა ელჩთან შეხვედრა გამართა.

29.03.2021

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა.