სიახლეები

25.02.2021

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისთვის ვადის 2022 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივებას.

23.02.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.

18.02.2021

ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას.

16.02.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ენ ლინდეს შეხვდა.

13.02.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერისა და აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და ქართველი ხალხის სახელით სამძიმარს უცხადებს მის ოჯახსა და ახლობლებს.

12.02.2021

ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის და უპირველესად ქალისთვის მომხდარი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ხასიათის ძალადობა! 

08.02.2021

პრეზიდენტი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ სწორედ 103 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიბადა თანამედროვე საქართველო და მას შემდეგ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის ყოველი გარდამტეხი მოვლენა ამ უნივერსიტეტის სახელს უკავშირდება.

04.02.2021

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ევროკავშირის კიბოს დაძლევის გეგმა, რომელიც ევროპული კომისიის მიერ დღეს ჩაეშვა მოქმედებაში, ხელმისაწვდომი უნდა  გახდეს საქართველოსთვის და ევროკავშირთან ასოცირებული პარტნიორებისათვის.