ადმინისტრაციის სიახლეები

02.10.2018

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშივილი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში აშშ-ს ვიცეპრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენის ცენტრის დირექტორს მაიკლ კარპენტერს შეხვდნენ.

01.10.2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა დღეს "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ საკუთარი შენიშვნები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს გააცნო.

27.09.2018

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი პრობლემურს უწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს.

26.09.2018

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების განხილვის დაწყებას ეხმაურება

21.09.2018

საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე სტამბოლში, კადირ ჰასის უნივერსიტეტში შავი ზღვის უსაფრთხოების პრობლემებზე გამართულ დისკუსიას დაესწრო.

20.09.2018

პრეზიდენტის პოლიტიკურ მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვახტანგ ცეცხლაძე ხორბლის გადამზიდავი სატვირთო ავტომობილების მძღოლებს შეხვდნენ, რომლებიც ხორბლის იმპორტის შეზღუდვის შესახებ ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.

11.09.2018

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონით გათვალისწინებული ყველა ფორმატი იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ მაუწყებლის თანამშრომლებში არსებულ ძალიან ბევრ კითხვას დროულად და სრულყოფილად გაეცეს პასუხი.

11.09.2018

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი თბილისში საფეხბურთო კლუბის "ზესტაფონი" საწვრთნელ ბაზაზე ტურინის იუვენტუსის აკადემიის ბანაკის გახსნას დაესწრო, რომელიც სოციალურად დაუცველი მოზარდებისთვის მოეწყო და რომელიც საქართველოში პირველად ტარდება.