ადმინისტრაციის სიახლეები

11.06.2019

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ყოველკვირეულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტის ჟენევაში სამუშაო ვიზიტზე მიაწოდა ჟურნალისტებს ინფორმაცია.

04.06.2019

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა ტრადიციული ბრიფინგი გამართა და საქართველოს პრეზიდენტის სახელით, რამაზან ბაირამის დღესასწაული საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მუსლიმებს მიულოცა.

28.05.2019

​საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ქეთევან მახარაშვილი ძალადობის მსხვერპლთა პირველი სოციალური საწარმოს "ანასტასია" გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო, რომელიც პრეზიდენტის ფონდის დახმარებით, ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ბაზაზე შეიქმნა. სოციალური საწარმოს მიზანი ძალადობის მსხვერპლი ქალების პროფესიული განათლება, ეკონომიკური გაძლიერება და მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაა.

28.05.2019

​საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს მედიისათვის ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო იმ აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველო - აზერბაიჯანის საზღვრის საკითხს, კიბერუსაფრთხოებასა და სასკოლო ექსკურსიებზე უსაფრთხოების სპეციალური რეგლამენტის საჭიროებას ეხება.

21.05.2019

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს მედიისათვის ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

14.05.2019

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს მედიისათვის ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს პრეზიდენტის ვიზიტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

07.05.2019

პრეზიდენტის პრესსპიკერმა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე მედიას საქართველოს პრეზიდენტის პოლონეთში ვიზიტის შესახებ ესაუბრა.

30.04.2019

პრეზიდენტის პრესსპიკერმა  ტრადიციულ ბრიფინგზე მედიას პრეზიდენტის განცხადება გააცნო, როგორც ხატია მოისწრაფიშვილმა აღნიშნა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 28 წელი შესრულდა.

25.04.2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ, დავით გარეჯის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მედიას პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.