სიახლეები

27.02.2019

ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს დახვდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნადირ ჰუსეინ ზადე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.

26.02.2019

აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტზე საუბრობს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე და აცხადებს, რომ რეგიონში პირველი ოფიციალური ვიზიტი მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია.

25.02.2019

საქართველოს პრეზიდენტმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის სასახლის ფასადზე განთავსებული, 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო.

25.02.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1921 წლის თებერვალში, კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებთან, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების მემორიალი გვირგვინით შეამკო და იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

24.02.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა და ბოლო პერიოდში, ევროპის ქვეყნებში განხორციელებული ვიზიტების შედეგები განიხილა.

22.02.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის, არჩილ ტატუნაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

21.02.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამშობლოში კმაყოფილი ბრუნდება, რადგან საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მზადყოფნამ  ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა

21.02.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გერმანიაში ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართა პრეზიდენტმა მოკლედ შეაჯამა ის ვიზიტები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ გამართა-ბრიუსელი, ავღანეთი, საფრანგეთი, გერმანია

21.02.2019

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ბერლინში ქართველ სტუდენტებს შეხვდა და მათ სწავლასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა