სიახლეები

14.10.2021

შეხვედრისას ისაუბრეს საქართველოში მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გაზრდის საჭიროებაზე, კოვიდ - 19-ის  სამკურნალო და თერაპიული საშუალებების ხელმისაწვდომობაზე, ჯანდაცვაში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის გაძლიერებისა და განვითარების მნიშვნელობაზე. 

14.10.2021

აღნიშნული მოწოდება საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან ტედროს გებრეიესუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

14.10.2021

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. 

14.10.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, რომელიც საქართველოს მხრიდან პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია შვეიცარიაში.

 

13.10.2021

საქართველოს პრეზიდენტმა ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო საგანძურის საცავი, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ვენის სახელმწიფო ოპერის,  სახელმწიფო თეატრისა და სახალხო ოპერის დეკორაციებისა და კოსტიუმების სახელოსნო „Art-For-Art“ დაათვალიერა.

13.10.2021

საქართველოს პრეზიდენტმა ეუთო-ს წევრი ქვეყნების ქალ ელჩებთან შეხვედრა გამართა და გამოფენა ,,ქალები მშვიდობისათვის“ დაათვალიერა, რომელიც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველ ლაურეატ ქალს, ავსტრიის სამშვიდობო საზოგადოების დამფუძნებელსა და მწერალს, ბერტა ფონ ზუტნერს ეძღვნებოდა.

13.10.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდტს შეხვდა.

12.10.2021

ვენაში, ავსტრიის ფედერალური სავაჭრო პალატისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით საქართველო-ავსტრიის ბიზნესფორუმი გაიმართა.

12.10.2021

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტის ჰოფბურგის სასახლეში გაიმართა.

12.10.2021

პრეზიდენტმა ვენაში ვიზიტი ავსტრიაში მოღვაწე ქართველებთან სამუშაო  შეხვედრით დაიწყო, რომელსაც სახელოვნებო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.