სიახლეები

16.05.2019

სალომე ზურაბიშვილმა კერსტი კალიულაიდის მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და აღნიშნა, რომ საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების დონე, სითბო და სიახლოვე ჩვენი ქვეყნების საერთო წარსულს ეფუძნება.

16.05.2019

საქართველოს პრეზიდენტმა ტალინში ესტონეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი დაათვალიერა.

16.05.2019

ფიროსმანის გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ორგანიზებით 22 მარტს გაიხსნა. 

16.05.2019

ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, შესრულდა საქართველოს და ესტონეთის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს სამხედრო დროშას და ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს.

16.05.2019

​საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური დახვედრის ცერემონია ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტების პირისპირ მოლაპარაკებები და პრესკონფერენცია ჩატარდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ესტონეთის რესპუბლიკის “რიიგიკოგუს” თავმჯდომარე ჰენ პოლუასთან და პრემიერ-მინისტრ იური რატასთან.

15.05.2019

​სალომე ზურაბიშვილმა და რაიმონდს ვეიონისმა, დელეგაციებთან ერთად, პატივი მიაგეს ლატვიის დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირებს.

15.05.2019

​ლატვიაში საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ - მინისტრ არტურს კრიშიანის კარინშის შეხვდა როგორც ლატვიის პრემიერმა შეხვედრისას აღნიშნა, ლატვიასა და საქართველოს შორის პრობლემური საკითხები არ არსებობს, ორივე ქვეყანას ბევრი რთული პერიოდი აერთიანებს, მათ შორის საბჭოთა ოკუპაცია.

15.05.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ლატვიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერს ინარა მურნიეცეს ოფიციალურ ლანჩზე შეხვდა.

15.05.2019

ლატვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლარვიის კონტიგენტს გაზრდის - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დღეს ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს პრეზიდენტს შეხვედრისას მიაწოდა, რომელიც რიგაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

15.05.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რაიმონდს ვეიონისის არტ-ჯგუფის კოლექციიდან “ისტორიალი” თრიალეთის თასის (ძვ.წ. XVIII-XVII სს). ვერცხლის მოოქროვილი ასლი უსახსოვრა