სიახლეები

14.05.2019

საქართველოს პრეზიდენტი ლატვიაში, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში მისი ვიზიტების მნიშვნელობასა და დიასპორის როლზე ესაუბრა.

14.05.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლატვიაში ვიზიტი ქართველ სტუდენტებთან შეხვედრით დაიწყო

14.05.2019

რიგის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს საპატიო ყარაულით, წითელი ფიანდაზით და ლატვიისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებით დახვდნენ.

14.05.2019

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ლატვიის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ლატვიის პრეზიდენტთან რაიმონდს ვეიონისთან, ლატვიის რესპუბლიკის საეიმას სპიკერთან ინარა მურნიეცესთან, პრემიერ-მინისტრთან არტურს კრიშიანის კარინშისთან

12.05.2019

ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევას დაესწრო

10.05.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, კრისტოფ კასტანერს შეხვდა.

10.05.2019

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია სულავამ იტალიელ ქართველოლოგს, ლუიჯი მაგაროტოს ნომინაციაში ,,საქართველოს უცხოელი მეგობარი" გამარჯვებულის ჯილდო გადასცა.

10.05.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა, რომლებიც მედიის განვითარების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხებზე, დეზინფორმაციისა და ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრობლემებზე მუშაობენ.

09.05.2019

საქართველოს პრეზიდენტი დღეს მესხეთის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლს "მედეა ევრიპიდეს" წინააღმდეგ დაესწრო, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში გაიმართა.

09.05.2019

პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეექვსე კორპუსში ჯანრი კაშიას ბიბლიოთეკა გახსნა.