სიახლეები

28.02.2019

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აზერბაიჯანში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი კახში, ქართული წარმოშობის აზერბაიჯანის მოქალაქეებთან შეხვედრით დაასრულა.

27.02.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დიასპორას, სტუდენტებსა და აზერბაიჯანში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა.

27.02.2019

საქართვერლოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს შეხვდა.

27.02.2019

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის საერთო ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი გვირგვინით შეამკო მისი მეუღლის ზარიფა ალიევას საფლავზე კი, ყვავილების თაიგული მიიტანა

27.02.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ბაქოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნოვრუზ მამედოვს სამუშაო ლანჩზე შეხვდა.

27.02.2019

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის დედაქალაქში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა

27.02.2019

საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში ,,ზაგულბა“ გაიმართა.

27.02.2019

ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს დახვდნენ: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნადირ ჰუსეინ ზადე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.