საქართველოს სახელმწიფო ჯილდო ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილეს პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის პრეზიდენტმა პირადად გადასცა დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც ორბელიანების სასახლეში გაიმართა.
სიახლეები
განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.
ელისეს სასახლეში, საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებისა და განვითარების საკითხები, რეგიონში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირის როლი რეგიონში და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები.
ჩემთვის მიუღებელია ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და სიძულვილის ენის გამოყენების ყველანაირი ფორმა! მიუღებელია, რადგან ეს ადამიანების კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა. მიუღებელია ჩემთვის, როგორც კონსტიტუციის გარანტისა და დამცველისათვის.
შეხვედრაზე, რომელიც დღეს პარიზში, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum ფარგლებში გაიმართა, პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან საქართველოში კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა განიხილა.
საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ მდივანთან უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საკითხი განიხილა და საერთაშორისო თანამეგობრობას მის გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში, ემანუელ მაკრონთან, კამალა ჰარისთან, შარლ მიშელთან, ანგელა მერკელთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. ახალი წევრი კი, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში, უნდა განამწესოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა.
მედლები საზღვაო სფეროს წარმომადგენლებს პრეზიდენტის მრჩეველმა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ბრიგადის გენერალმა გელა გიორგაძემ გადასცა და მეზღვაურთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
ხომალდის მეთაურმა ვინს ოუენმა ქართულ დელეგაციას, ხომალდი დაათვალიერებინა და მისი ტექნიკური მახასიათებლებისა და საზღვაო ოპერაციების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინა.