სიახლეები

29.12.2021

ნებისმიერ მსურველს 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე საახალწლოდ, ჩიჩლაკებით მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერებისა და სამსახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემა.

28.12.2021

საუკეთესო ქართული სტუდენტური თარგმანისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდოს მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

28.12.2021

კონკურსი ცხადდება 2022 წლის თებერვალში ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით.

 

27.12.2021

მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა!

24.12.2021

საქართველოსა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს და ირლანდიის პრეზიდენტების ინიციატივით,  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და Literature Ireland -ის ფინანსური მხარდაჭერით, ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა „ირლანდიური პოეზიის ანთოლოგია“

22.12.2021

საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც 7 ნოემბერს კობა დავითაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების მედლით დააჯილდოვა,  სახელმწიფო ჯილდო დღეს კობა დავითაშვილის ოჯახს გადასცა. 

22.12.2021

საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტების 200 ლარიანი ვაუჩერები დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, გენერალ-მაიორ კობა კობალაძეს გადასცეს.

21.12.2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა, დამდეგი ახალი წელი მიულოცა და მომავალ წელს საზოგადოებას სიმშვიდე და გაერთიანება უსურვა. 

21.12.2021

საქართველოს პრეზიდენტმა საომე ზურაბიშვილმა ჩრდილო მაკედონიის პრეზიდენტთან, სტევო პენდაროვსკის ტელეფონით ესაუბრა.

20.12.2021

საქართველოს პრეზიდენტმა, ეროვნული გვარდიის დაარსების დღესთან დაკავშირებით, სამსახურებრივი მოვალეობების სანიმუშო შესრულებისა და  მაღალი პროფესიონალიზმისათვის, საქმისა და სამშობლოს წინაშე ერთგული, ხანგრძლივი და ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ ბერელიძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.