სიახლეები

20.12.2021

პრეზიდეტის ინიციატივით წამოწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი არის რთული კომპლექსური პროცესი, რომელიც არის ღია და გამჭვირვალე და არანაირად არ ატარებს საიდუმლო ხასიათს. ბოლო დღეებია ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, რომლის წყაროც არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

18.12.2021

საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანიდან და წილკანიდან ჩამოსულ ბავშვებს დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა და ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვა.

18.12.2021

ნებისმიერ მსურველს შეეძლება სადღესასწაულოდ ჩიჩილაკებით მორთული პრეზიდენტრის სასახლის ეზოს დათვალიერება და სამსახსოვრო ფოტოების გადაღება.

15.12.2021

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.

 

14.12.2021

საქართველოს პრეზიდენტმა ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო მე-13 ფესტივალის ,,ფესტინოვა” - 2021 ფრანგული პავილიონი გახსნა და მოწვეულ სტუმრებსა და გამოფენის ორგანიზატორებს სიტყვით მიმართა.

13.12.2021

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს თბილისის საერთაშორისო  კინოფესტივალის გამარჯვებულებს და მონაწილეებს  უმასპინძლა

11.12.2021

საქართველოს პრეზიდენტი ICOMOS საქართველოს პროექტის - 'კულტურული მემკვიდრეობის სიცოცხლისუნარიანი რეაბილიტაცია' დახურვის ცერემონიას დაესწრო და ICOMOS საქართველოს მიერ ნორვეგიის მთავრობის გრანტით რესტავრირებული თბილისის ერთ-ერთი უძველესი სახლი დაათვალიერა.

10.12.2021

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ირაკლი ქემოკლიძის ოჯახის წევრებს გადასცა, მისი მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს თანამედროვეობის ისტორიაში სამოქალაქო აქტივიზმისა და ბრძოლის სიმბოლოს წარმოადგენს.

10.12.2021

ბიზნესმენები თბილისს თებერვალში ჩატარებული დიასპორის ეკონომიკური ფორუმის მიზნებიდან გამომდინარე ეწვივნენ, რათა საქართველოში საინვესტიციო პირობები და მიმართულები გაიცნონ