საქართველოს პრეზიდენტი სომხური სამოციქულო ეკლესიის კათოლიკოსს, მის უწმინდესობას გარეგინ II-ს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სომხური ეკლესიის მეთაურს გარეგინ II-ს შეხვდა. სომხური ეკლესიის მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა.