ანგი ხუციშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში
 

ანგი ხუციშვილი დაიბადა 1987 წლის 6 მაისს. 2008 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, ხოლო ამავე წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორიის სპეციალობით.

2015 წელს ჩააბარა დავით აღმაშენებლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მიიღო სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი.

2018 წლიდან სწავლობს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სამართალმცოდნეობის მიმართულებით.
ანგი ხუციშვილი 2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს  ანტიკორუფციული საბჭოს იურიდიული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2009-2012 წლებში იყო „კომპანია და მეფარიძის“ იურისტი (ადვოკატი), 2010-2011 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მდივანი, ხოლო 2011-2011 წლებში - არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა - ახალი ინიციატივის“ იურისტი და ტრენერი.

2011 წლიდან 2017 წლამდე იყო ა(ა)იპ - საზოგადოებრივი ინსტიტუტის თავმჯდომარე, 2011-2018 წლებში ეკავა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის იურისტის თანამდებობა.
2014 წლიდან 2016 წლამდე იყო - შპს „8 სიგმას“ დირექტორი.   

2013 წელს საქართველოს თვითმმართველობის არჩევნებზე იყო პოლიტიკური პარტიის „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ მთავარი იურისტი, 2016 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში - დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის იურისტი, 2018 წელს დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი
ანგი ხუციშვილს სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები: „მტკიცებულებათა შესახებობის და დასაშვებობის ძირითადი თავისებურებანი სამოქალაქო პროცესში“ და „მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი სამოქალაქო პროცესში“.

2018 წლის 29 დეკემბრიდან ანგი ხუციშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობის საკითხებში.

2020 წლის 15 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველად შეწყალების, მოქალაქეობის, დაჯილდოებისა და სამართლებრივ საკითხებში. 

ფუნქცია მოვალეობები:

  1. საქართველოს პრეზიდენტისათვის, დარგობრივი/სექტორული რჩევების მიცემა
  2. დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის ზედამხედველობა და კოორდინირება
  3. იურიდიული სამსახურის საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება
  4. კორესპონდენციის მართვისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახურის საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინირება