მირანდა მაჭარაძე- სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი
შრომითი საქმიანობა დაიწყო 2006 წელს. იყო ადვოკატისა და კონსულტანტის თანაშემწე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ადვოკატის თანაშემწე საადვოკატო ბიუროში „მზია თოდუა და კომპანია“, აგრეთვე ნოტარიუსის თანაშემწე. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი ექსპერტიზისა და რედაქტირების სამმართველოში, ანალიტიკურ სამმართველოში, სასამართლოებში წარმომადგენლობის სამმართველოსა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურში. არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
2014 წლის 3 იანვრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად, 2015 წლის 16 ივნისიდან - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის უფროსად.
2019 წლის 21 ოქტომბრიდან დაინიშნა სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და შვილი.