ირინე შენგელია - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში
ირინე შენგელია დაიბადა 1968 წლის 14 ივლისს. 1987-1992 წლებში სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საფორტეპიანო ფაკულტეტზე.
1991-1993 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იბერვიზიაში“ შემეცნებით-გასართობი გადაცემის „VVV“-სა და საინფორმაციო გადაცემის „მონიტორის“ წამყვანად. 1994-1998 წლებში იყო თბილისის მე-9 სამუსიკო კოლეჯის პედაგოგი. 2002 წელს მუშაობა დაიწყო ტელეკომპანია „იმედში“. 2002-2005 წლებში იყო გადაცემა „არტ-ბულვარის“ ჟურნალისტი, გადაცემების „პირველი ნაბიჯისა“ (თოქშოუ) და „ნაბიჯი ჯანმრთელობისაკენ“ (თოქშოუ) წამყვანი, ხოლო 2005-2009 წლებში - გადაცემა „თქვენი ექიმის“ წამყვანი.
2007 წელს ირინე შენგელია იყო ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს წევრი, 2009-2011 წლებში - სადაზღვევო კომპანია „აი სი ჯგუფის“ PR მენეჯერი, 2011-2012 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „ფლეშმობ შოუს“ პროდიუსერად, 2012-2017 წლებში იყო ტელეკომპანია „იმედის“ დილის პროგრამის „იმედის დილის“ პროდიუსერი. 2016 წლიდან 2018 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანების“ გენერალური დირექტორის მოადგილედ.
2018 წლის 31 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად კომუნიკაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.

2020 წლის 15 ოქტომბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველად ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში
ფლობს ინგლისურსა და რუსულს.
ფლობს ინგლისურსა და რუსულს.