კონსტანტინე ნაცვლიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში

 

კონსტანტინე ნაცვლიშვილი დაიბადა 1978 წლის 28 სექტემბერს.

1995-2000 წლებში სწავლობდა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე (საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტი)

2001- 2006 წლებში სწავლა განაგრძო მიუნსტერის და შემდგომ ტრირის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხელოვნების ისტორიისა და არქეოლოგიის ფაკულტეტზე (გერმანია)

2006-2009 წლებში - ბაზელის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის მენეჯმენტის მაგისტრატურაში (შვეიცარია)
2010-2018 წლებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი იყო UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს  მიწვეული ექსპერტი

2018 წელს - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისათვის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოპულარული ლიტერატურის ეროვნული პროგრამის ხელმძღვანელი

2017 წელს იყო გარიყულაში ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალის  დირექტორი

2016-2017 წლებში მუშაობდა ევროპის საბჭოს საქართველოში ურბანული სტრატეგიების შემუშავების პროექტის (COMUS) ეროვნულ ექსპერტად

2010-2011 წლებში - ევროპის საბჭოს კიევის ინიციატივის ფარგლებში საქართველოში მცირე ისტორიულ ქალაქებში (PP2) კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროგრამის ეროვნულ ექსპერტად

2010-2011 წლებში იყო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მთავარი ადმინისტრატორი და მარკეტინგის მენეჯერი

2007 წელს იყო “Internationales Forum  ბერლინის“ გამოფენისა და აუქციონის მენეჯერი

ამასთანავე, 2014-2018 წლებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანისა და შემოტანის კომისიის წევრი

2011-2018 წლებში - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომისიის წევრი.

2018 წლის 28 დეკემბრიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში.

 ფლობს გერმანულს, ინგლისურსა და რუსულს.