ქეთევან თათოშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში
 
ქეთევან თათოშვილი დაიბადა 1981  წლის 23 მაისს

1998-2004 წლებში სწავლობდა დავით ტვილდიანის სამეცნიერო უნივერსიტეტის (უმაღლესი სამედიცინო სკოლა) სამკურნალო ფაკულტეტზე

2009-2010 წლებში გაიარა კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ბიზნესის ადმინისტრირების არასრული კურსი, ხოლო 2011-2014 წლებში - გრენობლის მართვის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი და პირველი რანგის საერთაშორისო მენეჯერის ტიტული

2015-2018 წლებში სხვადასხვა დროს გაიარა INSEAD-ისა და WHARTON-ის ბიზნესსკოლების სასწავლო კურსები და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები

ქეთევან თათოშვილი 2004-2006 წლებში მუშაობდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკის ხარისხის მართვის მენეჯერად 

ამავდროულად, 2005-2006 წლებში იყო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამხმარე სპეციალისტი

2006 წლის დასაწყისში იყო ევროპის საბჭოს (საფრანგეთი) სტაჟიორი

2006-2012 წლებში სხვადასხვა დროს იყო ABT ASSOCIATES INC-ის ჯანდაცვის სექტორის რეგულირების კოორდინატორი და პროგრამების ოფიცერი/უფროსი კონსულტანტი 

2012-2015 წლებში კი USAID HSSP, ABT ASSOCIATES INC-ის დირექტორის მოადგილე 

2015-2018 წლებში იყო MICROSOFT CORPORATION, MICROSOFT GEORGIA-ს საჯარო სექტორის მენეჯერი (საქართველო და მოლდოვის რესპუბლიკა)

2019 წლის პირველ თებერვალს ქეთევან თათოშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში.

2021 წლის 18 ოქტომბრიდან დაინიშნა  საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველად საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში.

 ფლობს ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებს.