გიორგი მსხილაძე – სქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი
 


დაიბადა 1975 წელს ქ. თბილისში. 1997 წელს დაამთავრა ქ. თბილისის მართვის უნივერსიტეტი ეკონომიკისა და მართვის სპეციალობით, 2001 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, 2004 წელს ჩააბარა პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა.

გიორგი მსხილაძე 1997–1999 წლებში იყო ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლო აღმასრულებელი, 1999–2005 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტში, 2005–2008 წლებში იყო შპს „ყაზტრანსგაზ–თბილისის“ საბურთალოს რაიონის სადისტრიბუციო ცენტრის უფროსი, 2013–2014 წლებში პარტია „საქართველოს გზის“ იურისტი, ხოლო 2016–2017 წლებში მუშაობდა მაჟორიტარი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის ბიუროში.

გიორგი მსხილაძე 2018 წელს  დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტად  საკანონმდებლო ორგანოსთან ურთიერთობის საკითხებში. 2021 წლის 8 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე.

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

ჰყავს ორი შვილი.