გელა გიორგაძე  - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში

 



gela-giorgadze.jpgგელა გიორგაძე დაიბადა 1976 წლის 26 მაისს ქ. თბილისში. 1998 წელს დაამთავრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია ისტორიის მასწავლებლის სპეციალობით და ამავე აკადემიის სახმელეთო ფაკულტეტი არტილერიის სამეთაურო-საშტაბო სპეციალობით; 2005 წელს დაამთავრა ჰელმუტ შმიდტის უნივერსიტეტი/ბუნდესვერის სამხედრო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტი; 1995-1997 წლებსა და 2016 წელს გაიარა  ოფიცრის სრული და სამეთაურო-საშტაბო კურსები (ბუნდესვერი, გერმანია).
გელა გიორგაძე 1998-1999 წლებში იყო ოცეულის მეთაური ქ. გორის სასწავლო ცენტრში, 1999-2000 წლებში - ოფიცერი სამხედრო პოლიტიკისა და ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოში, 2005-2006 წლებში - I ქვეითი ბრიგადის G-3-ის ოპერატიული დაგეგმვის ოფიცერი, 2006-2007 წლებში - J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის ოფიცერი (სამშვიდობო მისიები), 2007-2009 წლებში სხვადასხვა დროს იყო J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის ოფიცერი, უფროსი ოფიცერი და განყოფილების უფროსი, 2009 წელს იყო განათლების დეპარტამენტის ნატოში ინტეგრაციისა და სამხედრო თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი, 2009-2010 წლებში - წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის G-5-ის ნატოსთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი და სარდლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, 2010-2012 წლებში მუშაობდა თავდაცვის ატაშედ პოლონეთის რესპუბლიკაში, ბულგარეთის რესპუბლიკასა და რუმინეთში, 2012-2013 წლებში - J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტში სამმართველოს უფროსად, 2013-2016 წლებში - თავდაცვის ატაშედ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და შვეიცარიის კონფედერაციაში, 2016-2017 წლებში იყო J-5 სტრატეგიული დაგეგმვისა და სამხედრო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ოფიცერი, 2017-2018 წლებში - საერთაშორისო ურთიერთობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის  "ნატო"-თან ურთიერთობის სამმართველოს (ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი) განყოფილების უფროსი, 2018-2019 წლებში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის/თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილის უფროსი თანაშემწე. 2019 წლიდან არის თადარიგის ოფიცერი.
2005-2008 წლებში გელა გიორგაძე მონაწილეობდა კოსოვოსა (მეკავშირე ოფიცერი) და ერაყის (სამხედრო-სამოქალაქო ჯგუფის მეთაური) სამშვიდობო მისიებში, 2018-2019 წლებში იყო მტკიცე მხარდაჭერის მისიის უფროსი სამხედრო მრჩეველი.
დაჯილდოებულია ნატოს მედლით, ბუნდესვერის ღირსების მედლით, მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (III ხარისხი), მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი), მედლით „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი), მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“, მედლით „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, მტკიცე მხარდაჭერის მისიის ნატოს მედლით, აშშ-ს ღირსების მედლით.
გელა გიორგაძეს მიღებული აქვს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება.
გელა გიორგაძე 2020 წლის 20 თებერვლიდან დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში.
ფლობს გერმანულ, ინგლისურ, პოლონურ, რუსულ ენებს.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი