თამთა ბიწაძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი

თამთა ბიწაძე დაბადა 1984 წლის 24 აგვისტოს ქ. თბილისში. 2006 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატი დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, 2008 წელს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი.

2007-2012 წლებში თამთა ბიწაძე მუშაობდა საბანკო სფეროში და იყო სს „ბაზის ბანკის“ (2007), სს „ბი-თი-ეი ბანკისა“ (2008-2010) და სს „ბანკი ქართუს“ (2010-2012) საოპერაციო განყოფილების ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მომსახურების მენეჯერი, აგრეთვე ფიზიკურ პირთა ანგარიშთა მენეჯერი. 2013-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ - სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში და სხვადასხვა დროს იყო „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მონიტორინგის ჯგუფის ადმინისტრატორი, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი, ტრენერი სააგენტოს ტრენინგ-ცენტრში. 2018-2019 წლებში იყო კომპანია „კენარის“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი.

2020 წლის 3 აგვისტოს თამთა ბიწაძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.