ალექსანდრე თედიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოგისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი
დაიბადა 1966 წელს ქ. თბილისში 1992 წელს დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ–მშენებლის სპეციალობით, 1997 წელს დაამთავრა თბილისის ეკონომიკის ინსტიტუტი ბიზნესმენეჯერის სპეციალობით.
ალექსანდრე თედიაშვილი 1992–2002 წლებში მუშაობდა კერძო ბიზნესის სფეროში, 2002–2007 წლებში სხვადასხვა დროს იყო ფონდ „კონსტანტას“ (შემდგომ - „ბანკი კონსტანტა“) სესხის ოფიცერი, ვარკეთილის, ლილოს, საგარეჯოს ფილიალის დირექტორი, კონტროლინგის სამსახურის უფროსი, მართვის უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი. 2014–2018 წლებში მუშაობდა სს „თიბისი“ ბანკში, თავდაპირველად ლოჯისტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ხოლო შემდეგ უძრავი ქონებისა და კრიზისების მართვის მენეჯერად; 2018–2020 წლებში იყო კომპანია ASEDL–ის დირექტორი.
ალექსანდრე თედიაშვილი 2020 წლის აგვისტოში დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურში ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. 2020 წლის პირველი დეკემბრიდან დაინიშნა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტის პოზიციაზე. 2020 წლის 24 დეკემბრიდან ლოგისტიკის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
2021 წლის 4 მაისიდან დღემდე არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ლოგისტიკის სამსახურის ხელმძღვანელი.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.