ეკატერინე ირემაძე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი

 


 

ეკატერინე ირემაძე დაიბადა 1975 წელს ქ. თბილისში.

1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს ეკონომისტის კვალიფიკაცია.;

გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი კურსი და ტრენინგი ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, ასევე ზრდასრულთა სწავლების ტრენერთა ტრენინგები და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები;

1992 წლიდან ეკატერინე ირემაძემ შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც 2011 წლამდე სხვადასხვა დროს იყო მოლარე-ბუღალტრის, ეკონომიკის, ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს სპეციალისტის/უფროსი სპეციალისტისა და ამავე დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობებზე;

2011-2014 წლებში მუშაობდა სსიპ – ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საფინანსო და ადმინისტრაციული სამსახურის ლოგისტიკის, ადამიანური რესურსებისა და ფინანსური უზრუნველყოფის განყოფილების მთავარ სპეციალისტად შესყიდვების მიმართულებით;

2013-2014 წლებში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში მრჩევლად, შესყიდვების მიმართულებით;

2014 – 2016 წლებში სსიპ – იუსტიციის სახლის ეკონომიკური დეპარტამენტის შესყიდვების სამსახურის მრჩევლად;

2016 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კერძოდ:

2016-2017 წლებში სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარ მრჩევლად;

2017-2019 წლებში – ამავე  დეპარტამენტის შესყიდვების დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების ხელმძღვანელად;

2020 წელს კი იყო სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

2021 წლის 25 თებერვალს ეკატერინე ირემაძე დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი;

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.