იაგო წიკლაური - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში

 


 

იაგო წიკლაური დაიბადა 1969 წელს ქ. გორში.

1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი;

2003 წელს - გორის მრავალპროფილიანი მცირე აკადემია სამართალმცოდნეობის სპეციალობით და ასევე საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სპეციალობით;

1999-2002 წლებში სწავლობდა თსუ ასპირანტურის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე;  

გავლილი აქვს პარტიციპაციის აკადემიის, ფონდი „სხვა სივრცის“ (ვარშავა), ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ჯგუფი „ეპტისას“, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის, USID არაკომერციული ორგანიზაცია „ინტერნიუსის“, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანდაცვის სისტემის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში, ბიზნესის დაცვის სამსახურის, აშშ-ს მშვიდობის კორპუსის საქართველოში, ეუთო-ს პროექტის ფარგლებში პოლონეთის ჰელსინკის ფონდის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ტრენინგები და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები.

მიღებული აქვს მონაწილეობა საგადასახადო კოდექსის ექსპერიმენტულ კვლევებში.

1997 იაგო წიკლაურმა შრომითი საქმიანობა დაიწყო წელს გაზეთ „კვირის პალიტრაში“, როგორც ეკონომიკურმა მიმომხილველმა და ახალი ამბების რედაქტორმა;

2003-2004 წლებში იყო სახალხო დამცველის სამსახურის მოწვეული სპეციალისტი;

2008-2011 წლებში - ტელე- და რადიოკომპანია „თრიალეთის“ გენერალური დირექტორის მოადგილე;

2009-2014 წლებში იყო „მცირე აკადემიის“ ტრენერი;

2010 წლიდან არის თბილისის ბიზნესტრენინგის ცენტრის ტრენერ-მასწავლებელი;

2012 წელს იყო საფეხბურთო აკადემია „ქართლი 2011“-ის მთავარი მენეჯერი;

2015-2017 წლებში მუშაობდა ქ. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურში და იყო ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი;

2017 წლიდან არის საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდის ტრენერი პარტიციპაციის საკითხებში, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ექსპერტი;

2018 წლიდან არის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის ტრენერ-კონსულტანტი;

არის ავტორი მონოგრაფიისა „ფიქრები ქართულ ეკონომიკაზე - ვალებში დაგირავებული საქართველო“;

2021 წლის 10 მარტს იაგო წიკლაური დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად რეგიონული პოლიტიკის საკითხებში;

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი;

ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.