ქეთი იორდანიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპონდენციის მართვისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

ქეთი იორდანიშვილი დაიბადა 1983 წელს ქ. თბილისში. 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით, 2006 წელს მიიღო საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

2004-2005 წლებში სტაჟირება გაიარა ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრსა და საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. გარდა ამისა, 2013 წელს გაიარა ინგლისური ენის კურსი (ლონდონი), 2014-2015 წლებში - ტრენინგები საჯარო ინფორმაციისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის, პროფესიული წერისა და საქმიანი კომუნიკაციის, ასევე ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით და მიღებული აქვს შესაბამისი სერტიფიკატები.

ქეთი იორდანიშვილმა 2006 წლიდან დაიწყო მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და სხვადასხვა დროს იყო კორესპონდენციის კოორდინაციის, ანალიზისა და საქმისწარმოების სამსახურის კორესპონდენციის განხილვისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კორესპონდენციის განხილვისა და ანალიზის სამმართველოს მთავარი კონსულტანტი, ამავე სამსახურის მოქალაქეთა მისაღების მთავარი სპეციალისტი, კორესპონდენციის მართვის დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

2020 წლის 3 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კორესპონდენციის მართვისა და მოქალაქეებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.