ნათია პავლიაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელი

ნათია პავლიაშვილი დაიბადა 1989 წელს ქ. თბილისში. 2010 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციათმცოდნეობის ფაკულტეტი, 2013 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის ფაკულტეტი. 2011-2012 წლებში გავლილი აქვს ისეთი ორგანიზაციების მიერ ორგანიზებული ტრენინგები, როგორებიც არის საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ლიდერების სკოლა ქალებისათვის.

ნათია პავლიაშვილმა შრომითი საქმიანობა დაიწყო 2007 წელს და სხვადასხვა დროს იყო პერიოდული გამოცემების „სიტყვა“ და „ახალი დღე“ ჟურნალისტი; 2012-2018 წლებში მუშაობდა ა.ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში: 2014 წლამდე - საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, ხოლო 2014-2018 წლებში აგრეთვე საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე, ამასთანავე, 2017 წელს იყო აკადემიის მოწვეული პედაგოგი; 2014-2015 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტს. 2016-2018 წლებში იყო მაჟორიტარი პარლამენტარის სალომე ზურაბიშვილის ბიუროს თანამშრომელი.

2018 წლის 29 დეკემბრიდან მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და იყო საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი პრესასა და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში.

2020 წლის პირველ ივლისს ნათია პავლიაშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.