თამარ ესაკია სალიბეგაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელი

დაბადების თარიღი: 2 ივნისი, 1979

დაბადების ადგილი ქ. თბილისი

 

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის  ფაკულტეტი, სპეციალობით  დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია.

2019 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 

თამარ ესაკია სალიბეგაშვილმა შრომითი საქმიანობა დაიწყო 1998 წელს მსოფლიო ბანკის პროექტში  / „საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს რესტრუქტურიზება“ –  პროექტის უმცროს სპეციალისტად. პარალელურად მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროში.

2012 წელს იყო სავაჭრო სამრეწველო პალატის პროტოკოლის უფროსი სპეციალისტი;

2014-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობისა და პროტოკოლის სამმართველოს უფროსად.

2016 წლიდან მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში  საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის სამმართველოს უფროსად.

2018 წლიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში იკავებდა  პროტოკოლის სამმართველოს უფროსის პოზიციას.

2019 წლიდან იმავე სამინისტროში ასრულებდა სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ფუნქციებს.

2020 წლის 10 თებერვალს თამარ ესაკია  დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

 

ფლობს ინგლისურ, ესპანურ და რუსულ ენებს.