ვლადიმერ ონოფრიშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში
ვლადიმერ ონოფრიშვილი დაიბადა 1982 წელს ქ. თბილისში;
2004 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი;
იგი არის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის - ფესტივალ „კონცერტუმისა“ (მარკოპულო, საბერძნეთი) და შოპენის სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების (იუგოსლავია) ლაურეატი;
ვლადიმერ ონოფრიშვილმა შრომითი საქმიანობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კაპელის აკომპანიატორად;
2006-2007 წლებში იყო ქართული მუსიკის მოყვარულთა საზოგადოების სამხატვრო საბჭოს წევრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;
2008-2010 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის საგანმანათლებლო პროგრამების სამმართველოს სპეციალისტი;
2010-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს გამოცდების ეროვნულ ცენტრში;
2017 წელს იყო მაჟორიტარი პარლამენტარის სალომე ზურაბიშვილის ბიუროს თანამშრომელი;
2018 წლის 29 დეკემბრიდან მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, იყო საქართველოს პრეზიდენტის კონსულტანტი კულტურის საკითხებში;
2021 წლის პირველი აპრილიდან ვლადიმერ ონოფრიშვილი დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად კულტურის საკითხებში;
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.